georgianai

via Udemy

Go to Course: https://www.udemy.com/course/georgianai/

Overview

რას შეისწავლით კურსზე?კურსზე ისწავლით როგორ მისცეთ დავალებები სწორად ხელოვნურ ინტელექტის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და ჭკვიან მოდელს, კერძოდ - Chat GPT -ის, იმისათვის რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი პასუხები. ამის შემდეგ შეძლებთ გააკეთებინოთ მას დიდი მოცულობის ტექსტებიპოსტებიპროდუქტის აღწერაესეფოტო / ვიდეო / აუდიო ფაილების გენერირებაგამოყენოთ მარკეტინგშიგამოიყენოთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში - კულინარია იქნება ეს, ფიტნესი, იმეილების სწორი სტრუქტურის დაწერა თუ სხვა ნებისმიერი რამ...მოკლედ რომ გითხრათ, ცხვრების ყველა სფეროში დამხმარე-ასისტენტი გეყოლებათ, რომელსაც ნებისმიერ თქვენ კითხვაზე ექნება პასუხი.რა სარგებელს მომცემს კურსი?ჯიპიტისთან ერთად თქვენ 5-7-ჯერ უფრო სწრაფად ასრულებთ თქვენს პროფესიულ ან ცხოვრებისეულ ამოცანებს. დაფიქრდით - რამდენად გიღირთ ყოველდღიურად გათავისუფლებული დამატებითი 3-4 საათი? რა რიცხვზეც არ უნდა ფიქრობდეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რიცხვი კურსის ღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია.რატომ არის აუცილებელი ეს ცოდნა?ხელოვნური ინტელექტი აღარ გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან თუმცა ჩვენს პროფესიებს, არა ხელოვნური ინტელექტი, არამედ მისი გამოყენების მცოდნე პროფესიონალები ჩაანაცვლებენ.თქვენ კი გახდებით შეუცვლელი ახალ პირობებში, რადგან თქვენი შრომის ნაყოფიერება და მუშაობის სისწრაფე მინიმუმ 5-ჯერ გადააჭარბებს სხვებისას.ხელოვნური ინტელექტის გამოყენება და თუნდაც მისი საშუალებით შემოსავლის მიღება, ან საკუთარ პროფესიაში უკეთ დახელოვნება შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ გარემოში. ეს ერთნაირად ეხება მარკეტოლოგებს, ქოუჩებს, ტრენერებს, ქსელური მარკეტინგით დაკავებულებს, ხელნაკეთი ნვთების ავტორებს, მასწავლებლებს, მშობლებს, მეწარმეებს, ფსიქოლოგბეს, ექიმებს, კულინარებს, და ა.შ.ხანგრძლივობა და ფორმატიკურსი შედგება 12 ვიდეო გაკვეთილისგან და ჯამში დაახლოებით 3 საათის ხანგრძლივობისაა. კურსში ძალიან მარტივი, ყველასთვის გასაგები ენით არის გადმოცემული ინფორმაცია.ასე რომ, თუ იმის შიში გაქვთ, რომ ფეხს ვერ აუწყობთ კურსს, დაივიწყეთ. მერწმუნეთ ძალიან ძალიან მარტივი ენით არის ახსნილი + FB ჯგუფში მენტორიც იქნება და შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი კითხვა, არ გჭირდებათ არანაირი ტექნიკური ცოდნა ან პროგრამირება, ვიწყებთ 0 -დან.

Skills

Reviews